Tweet.ge სერვისით სარგებლობის წესები და პირობები



Tweet.ge ვებ-გვერდისა და შესაბამისი მობილური სერვისის (tweet) გამოყენებით თქვენ ეთანხმებით რომ იყოთ შეზღუდული შემდეგი პირობებითა და გარემოებებით (“Terms & Conditions”). ამ შეთანხმების რომელიმე პირობის დარღვევა გამოიწვევს თქვენი ანგარიშის გაუქმებას.

რეგისტრაცია და ანგარიშის უსაფრთხოება

რეგისტრაციის პროცესის გასავლელად, სერვისის გამართულად ფუნქციონირებისათვის და თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად თქვენ საკუთარ თავზე იღებთ შემდეგ ვალდებულებებს:
  • არ გამოიყენებთ Tweet.ge სერვისს თუ ასაკით ხართ 13 წელს ქვევით.
  • მობილურის ტელეფონის ნომერი რომელიც გამოყენებულ იქნება სერვისის სარგებლობისას იქნება თქვენს პირად საკუთრებაში.
  • თქვენი სამომხმარებლო სახელის (Twitter ID) გამოყენებით მომხდარ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
  • თქვენ ხართ პასუხისმგებელი შეინახოთ საკუთარი პაროლი კონფიდენციალური და დაცული, არ მისცეთ არავის საშუალება თქვენი საკუთარი ანგარიშის მართვის, ან ჩაიდინოთ ქმედება რომელსაც რაიმე მხრივ შეუძლია თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების ხელყოფა.
  • უზრუნველყოთ რომ თქვენი მობილური ტელეფონის ნომრი არ იქნეს სხვის მიერ გამოყენებული Tweet.ge სერვისით სარგებლობისათვის.
  • მობილური ტელეფონის ნომრის გამოცვლის შემთხვევაში უზრუნველყოფთ მის ამოშლას თქვენი ანგარიშის პარამეტრებიდან.
  • თქვენი ანგარიშის ქმედუნარიანობის შეჩერების შემთხვევაში არ გახსნით ახალს ჩვენგან შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე.


ძირითადი გარემოებები
  • Tweet.ge ვერ და არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგზე ან ზიანზე რომელიც გამოწვეული იქნება თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ან შევწყვიტოთ Tweet.ge სერვისი ნებისმიერი მიზეზით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ნებისმიერ დროს.
  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოვახდინოთ ცვლილებები მოხმარების პირობებში ნებისმიერ დროს. მსგავსი შემთხვევის შესახებ თქვენ გეცნობებათ SMS შეტყობინების სახით. თუ რას წარმოადგენს „არსებითი ცვლილება“ განსაზღვრული იქნება მარტოოდენ ჩვენი შეხედულებით, პატიოსნად, საღი აზრის გამოყენებითა და კეთილგონიერი განსჯით.
  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მისადაგებული კანონების შესაბამისად, ნებისმიერ დროს მომსახურებაზე უარი ვუთხრათ ნებისმიერ ინდივიდუალს რაიმე არსებული მიზეზის გამო.


კონფიდენციალურობა

Tweet.ge-სთვის თქვენს მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც არეგულირებს თქვენი ინფორმაციის ჩვენს მიერ შეგროვებას და გამოყენებას. თქვენს მიერ სერვისის მოხმარების მანძილზე შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან ცალმხრივი კომუნიკაცია, რაც ითვალისწინებს სერვისის შესახებ სიახლეების შეტყობინებებას და ადმინისტრაციული მესიჯების გამოგზავნას. კომუნიკაციის ეს მეთოდი გათვლილია როგორც მოწოდებული სერვისის ნაწილი და tweet.ge-ზე ანგარიშის ქონის მანძილზე არ გექნებათ საშუალება უარი თქვათ მის მიღებაზე. მობილური კომუნიკაცია
  • ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისი არის სრულიად უფასო, მაგრამ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ თქვენი მობილური ოპერატორის ჩვეულ ტარიფებს, როგორიცაა ტექსტური შეტყობინების გაგზავნის საფასური, რაც ავტომატურად გერიცხებათ მათ მიერ ამ სერვისის გამოყენების დროს.
  • მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის ან დეაქტივაციის შემთხვევაში თქვენი ანგარიშის შესაბამისი პარამეტრები დაუყონებლივ უნდა განაახლოთ ჩვენს სისტემაში, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი Twitter-ის სტატუსების განახლება ამ ნომრის მომავალი მფლობელის მიერ.
  • Tweet.ge-ზე გამოგზავნილი SMS შეტყობინების მაქსიმალური ზომა არის 140 სიმბოლო (სპეციალური ბრძანების აღმნიშვნელი სიმბოლოების გამოკლებით. მაგ. E! ან []). უფრო გრძელი შეტყობინებების გამოგზავნის შემთხვევაში სისტემა უგულვებელყოფს ტექსტის დარჩენილ ნაწილს.
  • თქვენს მიერ გამოგზავნილი შეტყობინების მიღების შემთხვევაში სისტემა ავტომატურად დაგიბრუნებთ დამადასტურებელ მოხსენებას SMS-ის სახით, რომელიშიც მესიჯის სტატუსთან ერთად უფლებას ვიტოვებთ განვათავსოთ სარეკლამო სახის დამატებითი ინფორმაცია.


ეს სერვისი არის ხელმისაწვდომი „როგორც-არის“

თქვენს მიერ წვდომა და გამოყენება ამ სერვისისა არის თქვენივე რისკის ფასად. თქვენ გესმით და ეთანხმებით რომ თქვენთვის ეს სერვისი არის მოწოდებული „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ საფუძველზე. ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას რომ სერვისი დააკმაყოფილებს ყველა თქვენს მოთხოვნას ან იქნება ხელმისაწვდომი შეუწყვეტელ, დაცულ და უშეცდომო პირობებში. არანაირი რჩევა ან ინფორმცია, ზეპირი თუ წერითი, მოპოვებული Tweet.ge-დან, არ შექმნის რაიმე ისეთ გარანტიას რომელიც გარკვევით არ არის ხსენებული ამავე დოკუმენტში.


მთლიანი შეთანხმება

ეს პირობები, წესები და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა არის სერვისების შესახებ მთლიანი და ექსკლუზიური შეთანხმება Tweet.ge-სა და თქვენს შორის (იმ სერვისების გამოკლებით რომლებზეც თქვენ გაქვთ ცალკეული შეთანხმება Tweet.ge-სთან და არის პირდაპირი დანამატი ან სანაცვლო ამ პირობებისა), და ეს პირობები ენაცვლება ყველა წინამდებარე შეთანხმებას სერვისების შესახებ Tweet.ge-სა და თქვენს შორის.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მოვახდინოთ ცვლილებები ამ პირობებში ნებისმიერ დროს, რომლის უახლესი ვერსიაც ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება ვებ-მისამართზე www.tweet.ge/tos. სერვისის გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ცვლილებები გახდება ქმედითი, თქვენ ეთანხმებით რომ იყოთ შეზღუდული განახლებული პირობებით.
ეს სერვისები მართული და მოწოდებული არიან შპს სინგულარ ჯგუფის მიერ, ძმები ზუბალაშვილების ქ. 2, თბილისი 0108, საქართველო. თუ გაქვთ რაიმე კითხვა ამ პირობებთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.