Tweet.ge კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს Tweet.ge-ს ქმედებებს და პროცედურებს თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების და გამჟღავნების შესახებ. თქენს ინფორმაციას Tweet.ge იღებს ვებ-გვერდისა და მოკლეტექსტური შეტყობინებების გავლით. ჩვენი სერვისის გამოყენების დროს თქვენ თანხმდებით საკუთარი ინფორმაციისა შეგროვება, გადაცემა, მანიპულაცია, შენახვა, გამჟღავნება და სხვა გამოყენებაზე ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი გზებით.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ privacy@tweet.ge.
ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
Tweet.ge-ზე ანგარიშის გახსნის ან რეკონფიგურაციის დროს თქვენ გვაწვდით გარკვეულ პირად ინფორმაციას, როგორიცაა საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი საკონტაკტო ინფორმაცია რომ გამოგიგზავნოთ შეტყობინებები მიღებული სტატუსის განახლებების შესახებ და გამცნოთ ჩვენს სერვისთან დაკავშირებული სიახლეები.
ინფორმაციის გავრცელება და გამჟღავნება
თქვენი თანხმობა: ჩვენ შეგვიძლია გავაზიაროთ და გავამჟღავნოთ თქვენი ინფორმაცია თქვენი თანხმობის შემდეგ, მაგალითად ისეთ შემთხვევებში როდესაც თქვენ იყენებთ გარეშე ვებ-ბრაუზერს რომ გააკეთოთ წვდომა თქვენს Tweet.ge ანგარიშზე.
სერვისის მომწოდებლები: ჩვენ ვთანამშრომლობთ გარკვეულ სანდო გარეშე იურიდიულ პირებთან რათა მოგვაწოდონ სერვიები და შეასრულონ სხვადასხვა ფუნქცია. ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი პირადი ინფორმაცია ამ გარეშე იურიდიულ პირებს, მაგრამ მხოლოდ იმ დონემდე რაც საჭიროა აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად და მსგავსი სერვისების მოსაწოდებლად, და მხოლოდ შესაბამისად ვალდებულებებისა ასახული ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვაში. ამასთანავე აღსანიშნავია რომ თქვენი Twitter-ის სამომხმარებლო სახელი და პაროლი დროის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება ადმინისტრირებული უშუალოდ Twitter.com-ის და არა Tweet.ge-ის მიერ და შესაბამისად ექვემდებარება Twitter.com-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
კანონი და ზიანი: ჩვენ შესაძლებელია გავამხილოთ თქვენი ინფორმაცია: თუ ჩავთლით რომ ეს არის მიზანშეწონილად საჭირო კანონის, რეგულაციის ან იურიდიული მოთხოვნის დასამორჩილებლად; რომ დავიცვათ ნებისმიერი პიროვნების უსაფრთხოება; რომ ვიმოქმედოთ თაღლითობის, უსაფრთხოების ან ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით; ან რომ დავიცვათ Tweet.ge-ს საკუთრების უფლებები.
ბიზნესის გადაცემა: Tweet.ge-ს გაბანკროტების, შერწყმის, შესყიდვის, რეორგანიზაციის ან კუთვნილების გაყიდვის შემთხვევაში თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გაიყიდულ ან გადაცემ იქნას როგორც გარიგების ნაწილი. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ასახული დაპირებები შეეხება თქვენს ინფორმაციას ახალ ერთეულისთვის გადაცემის დროს.
არა-საიდუმლო ან არა-პირადული ინფორმაცია: ჩვენს შესაძლოა გავაზიაროთ ან გავამჟღავნოთ თქვენი არა-საიდუმლო, დაგროვებული ან სხვა მხრივ არა-პირადული ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად tweet-ების საერთო რაოდენობრივი მაჩვენებლები.
თქვენი პირადი ინფორმაციის ცვლა
თუ თქვენ ხართ ჩვენი სერვისის რეგისტირებული მომხმარებელი, ჩვენ ვუზრუნველყოფთ საშუალებას რომ იხილოთ ან გადაცვალოთ პირადი ინფორმაცია რაც გადმოგვეცით და დააკავშირეთ თქვენს ანგარიშთან.
ცვლილებები ამ პოლიტიკაში
ჩვენ შეგვიძლია ჩავასწოროთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა დრო და დრო. უახლესი ვერსია ამ პოლიტიკისა განსაზღვრავს ჩვენს მიერ თქვენი ინფორმაციის გამოყენებას და ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი მისამართზე http://tweet.ge/privacy. თუ ჩვენ მოვახდენთ ისეთ ცვლილებებს ამ პოლიტიკაში, რომელიც ჩვენი პირადი აზრით იქნება არსებითი, გაცნობებთ SMS შეტყობინების სახით. სერვისის გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ცვლილებები გახდება ქმედითი, თქვენ ეთანხმებით რომ იყოთ შეზღუდული განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკით.