რა არის tweet.ge?

Tweet.ge მობილური სერვისია, რომელიც ტვიტერზე სტატუსების განახლებას SMS-ის ან/და MMS-ის საშუალებით უზრუნველყოფს.

დაცულია თუ არა ჩემი ტვიტერის ანგარიშის პირადი ინფორმაცია?
ჩვენ უსაფრთხოდ ვინახავთ თქვენი ანგარიშის პირად ინფორმაციას და არ გადავცემთ მას მესამე პირებს. დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვისთვისაა განკუთვნილი ეს სერვისი?
სერვისი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც აქვს მობილური ტელეფონი და სურს საკუთარ ტვიტერის ანგარიშზე SMS/MMS-ის საშუალებით, ქართულ, ინგლისურ ან ორივე ენაზე განაახლოს სტატუსი.
რა ღირს Tweet.ge-ს სერვისი?
Tweet.ge-ს სერვისი უფასოა!
ეს იმას ნიშნავს, რომ არ იხდით სერვისის რაიმე დამატებით გადასახადს, გარდა თქვენი მობილური ოპერატორის ქსელში SMS/MMS შეტყობინების გაგზავნაზე დაწესებული ტარიფისა.
რამდენი ნომერი შემიძლია დავამატო ჩემს Tweet.ge-ს ანგარიშს?
Tweet.ge-ს ერთ ანგარიშს შეგიძლიათ დაამატოთ მაქსიმუმ სამი განსხვავებული მობილური ტელეფონის ნომერი.
როგორ მოვიქცე თუ ანგარიშის გაუქმება მინდა?
შედით სისტემაში თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით და მთავარ გვერდზე დააჭირეთ პაროლის განახლების ბმულის ქვეშ მოთავსებულ ბმულს - „დააჭირეთ აქ“ შემდეგ კი დაადასტურეთ ტქვენი მოთხოვნა.
ანგარიში გაუქმდება.
როგორ ვწერო ქართულად?
სისტემაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ პარამეტრებიდან ძირითად ენად შეგიძლია აირჩიო ქართული ან ინგლისური. თუ ძირითად ენად არჩეული გაქვს ქართული, ტექსტი tweet.ge-დან ავტომატურად ქართულ ენაზე იგზავნება. ამისათვის უბრალოდ SMS-თ ტექსტის აკრეფა და ინგლისური ასოების ქართულ ანბანთან შესაბამისობაში მოყვანაა საჭირო. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისობების ცხრილი.
როგორ ვწერო ინგლისურად?
შენი არჩეული ძირითადი ენისგან განსხვავებულ ენაზე დაწერა შეგიძლია ტექსტის წინ სპეციალური აღმნიშვნელის დართვით: E! ანუ თუ ძირითად ენად არჩეული გაქვს ქართული, ტექსტი tweet.ge-დან ინგლისურ ენაზე გაიგზავნება SMS შეტყობინების წინ - E! - სიმბოლოების დართვით.
როგორ ვწერო ერთდროულად ინგლისურ და ქართულ ენებზე?
თუ გსურთ ერთ შეტყობინებაში ტექსტის ნაწილი ქართულად გაიგზავნოს და ნაწილი ინგლისურად იქცევით შემდეგნაირად:
თუ შეტყობინების ძირითადი ენა ქართულია, ტექსტის ინგლისური ნაწილი უნდა ჩასვათ სამკუთხა ფრჩხილებში - < >

SMS მაგალითი: „TbilisSi mziani dila gaTenda, <Good Morning>!”
 
ტვიტ-შედეგი: „თბილისში მზიანი დილა გათენდა, Good Morning!”

თუ შეტყობინების ძირითადი ენა ინგლისურია, ტექსტის ქართული ნაწილი უნდა ჩასვათ სამკუთხა ფრჩხილებში - < >

SMS მაგალითი: „e! <TbilisSi mziani dila gaTenda>, Good Morning!”
 
ტვიტ-შედეგი: „თბილისში მზიანი დილა გათენდა, Good Morning!”
თუ ტვიტის ძირითადი ენა ქართულია, ინგლისური ტექსტი, ჰაშტაგი, მიმართვა და DM-სიმბოლო უნდა ჩასვათ სამკუთხა ფრჩხილებში - < >

SMS მაგალითი - 1: „<@SingularGroup> TbilisSi mziani dila gaTenda, <Good Morning People! #dila>!”
 
ტვიტ-შედეგი - 1: „@SingularGroup თბილისში მზიანი დილა გათენდა, Good Morning People! #dila”

SMS მაგალითი - 2: „<dm SingularGroup> TbilisSi mziani dila gaTenda, <Good Morning!>!”
 
ტვიტ-შედეგი - 2: „თბილისში მზიანი დილა გათენდა, Good Morning!”

თუ ტვიტის ძირითადი ენა ინგლისურია, ტექსტი, ჰაშტაგი, მიმართვა და DM სიმბოლო ჩვეულებრივად დაიწერება, ქართულენოვანი ტექსტი კი სამკუთხა ფრჩხილებში.

SMS მაგალითი - 1: „e! @SingularGroup <TbilisSi mziani dila gaTenda>, Good Morning People! #dila!”
 
ტვიტ-შედეგი - 1: „@SingularGroup თბილისში მზიანი დილა გათენდა, Good Morning People! #dila”

SMS მაგალითი - 2: „e! dm SingularGroup <TbilisSi mziani dila gaTenda>, Good Morning!!”
 
ტვიტ-შედეგი - 2: „თბილისში მზიანი დილა გათენდა, Good Morning!”
შენ შეგიძლია SMS შეტყობინების გაგზავნით გახდე ნებისმიერი ტვიტერელის "მიმდევარი". ამისათვის SMS-ის ფანჯარაში აკრიფე სიმბოლო "e", ძახილის ნიშანი, სიტყვა "follow" და ადგილის გამოტოვების შემდეგ მომხმარებლის სახელი.

მაგალითი:
follow SingularGroup
როგორ გავაგზავნო ფოტოსურათი ჩემს ტვიტერის ანგარიშზე?
ამისათვის საჭიროა დარეგისტრირებული იყო twitter.com-ზე და tweet.ge-ზე.

შემდეგ სასურველი სურათი უნდა გააგზავნო MMS-ის საშუალებით ელ.ფოსტის მისამართზე: mms@tweet.ge

ფოტოს შეგიძლია სასურველი ტექსტიც დაურთო, რაც შენი ტვიტერის ანგარიშზე ავტომატურად ტვიტის სახით ქართულ ენაზე გამოქვეყნდება.

შენიშვნა #1: სისტემა MMS-ის მხოლოდ ერთ სლაიდს აღიქვამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი MMS-ით მხოლოდ ერთი ფოტოსურათის და მის ქვეშ არსებული ტექსტის დატვიტვაა შესაძლებელი.

შენიშვნა #2: ტვიტის ტექსტად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სათაურის(Subject), ისე ძირითადი ტექსტური ველი. გაითვალისწინეთ, რომ სათაურის ველში სხვადასხვა ტელეფონებს სხვადასხვა რაოდენობის სიმბოლოები ეტევა, მაშინ როდესაც ძირითადი ტექსტური ველში სრულად შეგიძლიათ აითვისოთ ტვიტერის მიერ დაწესებული შეზღუდვა 140 სიმბოლო. ასევე დატოვეთ ადგილი ფოტოსურათის ბმულისთვის რომელიც დაახლოებით 15-20 სიმბოლოს დაიკავებს.

შენიშვნა #3: თუ როგორც სათაურის, ისე ძირითადი ველი შევსებული იქნება ტექსტით სისტემა პრიორიტეტად ძირითად ტექსტს მიიჩნევს და სათაურის ტექსტს უგულებელჰყოფს.

რა მოხდება თუ ჩემი გაგზავნილი SMS/MMS არ დაიპოსტება ტვიტერზე?
არსებობს სამი შემთხვევა როდესაც თქვენი გაგზავნილი SMS/MMS შეიძლება არ გაიგზანოს თქვენს ტვიტერზე:

  1. ზედიზედ ერთი და იგივე ტექსტი - თუ ზედიზედ ორ ერთნაირ SMS/MMS-ს გააგზავნით ტვიტერი ავტომატურად დაბლოკავს ბოლო ტვიტს.
  2. ტვიტერის გადატვირთვა - თუ თქვენი SMS/MMS-ის გაგზავნის მომენტში ტვიტერის სერვერები გადატვირთულია და შეტყობინება ვერ გაიგზავნა, სისტემა შეინახავს მას და ყოველ 10 წუთში შეეცდება ხელმეორედ გაგზავნას.
  3. აპლიკაციის წვდომის გაუქმება (Revoke Access) - თუ თქვენი ტვიტერის connections პარამეტრებში tweet.ge-ს აპლიკაციის წვდომა შეწყვეტილია, tweet.ge-ს სისტემა ვერ შეძლებს თქვენი შეტყობინებების გამოქვეყნებას. ამ შემთხვევაში უნდა შეხვიდეთ tweet.ge-ზე და ხელმეორედ გაიაროთ სისტემაში ავტორიზაცია.

ზემოთ ჩამოთვლილ სამივე შემთხვევაში თქვენ მოგივათ sms შეტყობინება: "SMS უარყოფილია ტვიტერის მიერ"
როგორ ჩავრთო MMS სერვისი ჩემს მობილურ ტელეფონზე?
MMS -მესიჯის გასააქტიურებელი პარამეტრების მიღება შეგიძლიათ ავტომატურად თქვენი მობილური ოპერატორისგან.

რატომ და როგორ დაგიკავშირდეთ?
თუ რაიმე სახის იდეა გაგიჩნდათ სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოგვწერეთ უკუკავშირის ფორმის საშუალებით და სათაურის ველში მონიშნეთ - „სერვისის გაუმჯობესება“

თუ ახალი ფუნქციის მოთხოვნა გსურთ, მოგვწერეთ უკუკავშირის ფორმის საშუალებით და სათაურის ველში მონიშნეთ - „ახალი ფუნქციის მოთხოვნა“

თუ თქვენ პრობლემის შეტყობინება გსურთ, მოგვწერეთ უკუკავშირის ფორმის საშუალებით და სათაურის ველში მონიშნეთ - „პრობლემის შეტყობინება“.



Tweet.ge | 2010
Project by